Saturday, September 22, 2018
მესამე დღე
ტრენინგის III დღეს გავიხსენეთ თუ როგორ უნდა ავტვირთოთ საქაღალდე და ახალი ფაილები Drive-ში. ვიმუშავეთ მეორე მოდულზე, რომელიც მოიცავდა სასწავლო პროექტის გეგმას , პროექტის შინაარს და მოკლე მონახაზს. განვსაზღვრეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია. ვიმუშავეთ უშუალოდ ჩვენი პროექტის გეგმის შედგენაზე სადაც ზუსტად განვსაზღვრეთ თუ რას ემსახურება ჩვენი პროექტი, რომელ 21-ე საუკუნის უნარებს ავითარებს და შევისწავლეთ თუ როგორ უნდა დავსვათ მაპროვოცირებელი კითხვები . თითოეულმა ჩვენგანმა გავაკეთეთ პროექტების რეზიუმეები და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები, რჩევები და გამოცდილება. გავეცანით იმ საგნების სტანდარტებს რომელთა მიხედვითაც ვახორციელებთ პროექტს და ამოვიღეთ ის ძირითადი ინდიკატორები რომელიც დაგვეხმარება სასურველ შედეგზე გასასვლელად. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას და განვსაზღვრეთ რამდენად ავითარებს ჩვენი პროექტი მოსწავლეებში მაღალ სააზროვნო უნარებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მეცხრე დღე
პროექტის მეცხრე დღეს ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაზიაროთ საჭირო დოკუმენტები ჩვენს ბლოგზე დრაივიდან. და შევისწავლეთ როგორ უნდა გავაზიაროთ პრეზ...
-
ტრენინგის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალები, თუ როგორ უნდა შევადგინოთ საკვანძო კითხვები და როგორ გავიგოთ მოსწავლეების წინარე ცო...
-
ტრენინგის მეშვიდე დღე მთლიანად დავუთმეთ შეფასებებზე მუშაობას. აუცილებელია რომ მოსწავლეებს გავაცნოთ შეფასების სისტემა თუ რის მიხედვით მოვახდ...
-
ტრენინგის III დღეს გავიხსენეთ თუ როგორ უნდა ავტვირთოთ საქაღალდე და ახალი ფაილები Drive-ში. ვიმუშავეთ მეორე მოდულზე, რომელიც მოიცავდა სასწავ...
No comments:
Post a Comment