Saturday, October 13, 2018

მეცხრე დღე

პროექტის მეცხრე დღეს ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაზიაროთ საჭირო დოკუმენტები ჩვენს ბლოგზე დრაივიდან. და შევისწავლეთ როგორ უნდა გავაზიაროთ პრეზენტაცია HTML კოდის საშუალებით. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. მოვისმინეთ ტრენინგის ყველა მონაწილის პრეზენტაცია მივეცით ერთმანეთს რეკომენდაციები და რჩევები.

Sunday, October 7, 2018

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს ვიმუშავეთ პროექტის რუბრიკებზე, ბლოგზე ავტვირთეთ სასარგებლო ბმულები რუბრიკის ნიმუშების და შეფასების სტრატეგიების შესახებ. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები თუ თითოეულ სტრატეგიას რა მეთოდი და ინსტრუმენტი აქვს. ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე, სადაც მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შესთავაზოს ხარაჩო და უნდა მივცეთ ზუსტი მიმართულება თუ რას ვითხოვთ მათგან. გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოს მთლიანი რეზიუმე და გავეცანით პროექტისთვის საჭირო ყველა აუცილებელ რესურსს.

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე მთლიანად დავუთმეთ შეფასებებზე მუშაობას. აუცილებელია რომ მოსწავლეებს გავაცნოთ შეფასების სისტემა თუ  რის მიხედვით მოვახდენთ მათ შეფასებას. გავეცანით იმ სტრატეგიებსა და მეთოდებს რომელიც გამოიყენება შეფასების სისტემის შექმნისთვის. ასევე ტრენინგის მონაწილეებმა გავაცანით ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

მეცხრე დღე

პროექტის მეცხრე დღეს ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაზიაროთ საჭირო დოკუმენტები ჩვენს ბლოგზე დრაივიდან. და შევისწავლეთ როგორ უნდა გავაზიაროთ პრეზ...